08 ივლისი 2020,   07:33
ვრცლად
დონალდ ტრამპი გუბერნატორებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიხსნას სალოცავები

შეერთებული შტატები, ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების მიხედვით, ისევ პირველ ადგილზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 21 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1 145-ით გაიზარდა.

COVID-19-ით გარადცვლილთა რიცხვი სულ 96 000-ს აღწევს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, რომ სალოცავები დაუყოვნებლივ გაიხსნას. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი კუთვნილ ხელფასს ვირუსის პრევენციისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მუშაობისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს.

"დღეს ღვთისმსახურების სახლებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს ვაცხადებ, როგორც არსებითად მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აუცილებელ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები. ეს არ არის სწორი. გუბერნატორებმა უნდა გააკეთონ სწორი საქმე და გახსნან ახლავე ეს მნიშვნელოვანი ადგილები. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩემს უფლებებს გამოვიყენებ,"- აცხადებს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები