08 ივლისი 2020,   09:07
ვრცლად
რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში ხევი-უბისას მონაკვეთზე 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.

პროექტით გათვალისწინებული ოცი გვირაბიდან 16-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის მინდინარეობის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდა.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

"გლობალური პანდემიის მიუხედავად, ამ პროექტზე მშენებლობა არც ერთი წამით არ შეჩერებულა. ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილება იყო ის, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერებულიყო. ამ გადაწყვეტილებას კი სერიოზული დასაბუთება ჰქონდა. რადგან ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაის ცქიტიშვილის განცხადებით კი რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს. 

დღის ამბები