31 მაისი 2020,   01:24
ვრცლად
"იმოგზაურე საქართველოში 15 ივნისიდან და აღმოაჩინე ის, რაც შენია" - რას სთავაზობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორებს შიდა ტურიზმის ფარგლებში

იმოგზაურე საქართველოში, შეიგრძენი ის, რაც შენია: ულამაზესი მხარეები, ახალი თავგადასავლები, აღმოაჩინე შენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება, კულტურის უძველესი ძეგლები და ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულო.  

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროების და კვების ობიექტების მომსახურებით. შიდა ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ ეწვიონ ყველა იმ  ტურისტულ ობიექტს,  რომელიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების ზომების შესაბამისად და დაცული იქნება  ჯანდაცვის ახალი სტანდარტებით. 

"მოხარულები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შიდა ტურიზმს გახსნის,  ეს კი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედებისთვის. გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია - ულამაზესი ბუნება, გამორჩეული კუთხეები, დაცული ტერიტორიები, კულინარია თუ კულტურა. 15 ივნისიდან ვიმოგზაუროთ საქართველოში, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რომ კვლავ შეძლონ თქვენი მასპინძლობა, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების და შემოსავლის წყარო იქნება,"- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.  

1 ივლისიდან კი საქართველოს ტურისტულ მრავალფეროვნებას უკვე საერთაშორისო მოგზაურები აღმოაჩენენ.

დღის ამბები