07 ივლისი 2020,   10:32
ვრცლად
დიღმის ჭალების პროექტი დროებით გაჩერებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი არ განხორციელდება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებას პასუხობს. კახა კალაძის განმარტებით, პროექტი დროებით გაჩერებულია, თუმცა არ ნიშნავს, რომ არ განხორციელდება. 

მისივე თქმით, ოპონენტების ლოგიკა არ ესმის, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პარკის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ახლა კი აპროტესტებენ, რატომ არ ხდება პარკის მშენებლობა.

"რაც შეეხება დიღმის ჭალების პროექტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე გაჩერებული არის დროებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი არ განხორციელდება.

უბრალოდ რა არ მესმის იცით ამ ადამიანების ლოგიკა, მხედველობაში მყავს ოპონენტები. რამდენიმე დღის წინ პრეტენზია ჰქონდათ, რატომ ყიდულობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ატრაქციონებს, რომელიც უნდა განთავსდეს სკვერებში, პარკებში. ხო უნდა მოეწყოს ზოგადად პარკი? ახლა გამოდიან ინიციატივით, რატომ არ ხდება ამ პარკის მშენებლობა. ჩამოყალიბდნენ ზოგადად რა უნდათ," - აცხადებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე.

დიღმის ჭალებში ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრა გააპროტესტა. ადგილობრივების პოზიციას იზიარებს თბილისის საკრებულოს ოპოზიცია, რომელიც უკანონო სამუშაოებში იმ კომპანიას ადანაშაულებს, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული პირია.

დღის ამბები