04 ივლისი 2020,   21:49
ვრცლად
იმ ქვეყნებიდან სადაც დღეს COVID-19-ის მაღალი გავრცელებაა საქართველოში ტურისტები ვერ ჩამოვლენ - ამირან გამყრელიძე

რომელი ქვეყნებიდან ვერ ჩამოვლენ ტურისტები საქართველოში კორონავირუსის გამო ჩაკეტილი ტურიზმის სექტორის გახსნის შემდეგ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ფეისბუკლაივის დროს მოუწია.

ამირან გამყრელიძეს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების მონაცემებთან იქნება დაკავშირებული:

"პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან სადაც დღეს მაღალი გავრცელებაა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები