05 ივლისი 2020,   17:10
ვრცლად
ვერ გვიპასუხა, რატომ არის ყველაზე მეტად რეგიონში დაზიანებული საქართველოს ეკონომიკა- ოპოზიცია პრემიერისთვის კითხვების დასასმელად კვლავ ემზადება

პრემიერ-მინისტრს ისევ პარლამენტში ელოდებიან. ზუსტად 2 საათში გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში, კოვიდანგარიშის შემდეგ, ინტერპელაციის წესით მივა.

მთავრობის მეთაურს  ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ მოუწევს დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. ის, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა დაიბარეს. 11 საათიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ, დღეს მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, შემოსავლისა და დახმარების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები და ეროვნული ვალუტის გაუფასურება

"ვერ გვიპასუხა, რატომ არის ყველაზე მეტად რეგიონში დაზიანებული საქართველოს ეკონომიკა. ინტერპელაციის მთავარი კითხვა იქნება, რატომ იზრდება საქართველოში სიღარიბე და რატომ ხდება, რომ განსაკუთრებით მოიმატა პენსიონერთა და ბავშვთა სიღარიბემ, ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის გამო, დროული დახმარების გაუწევლობის გამო," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" კითხვებიც ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას შეეხება.

"ჩვენი ინტერპელაცია დღეს ეხება ისევ და ისევ იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის მიუღია და ეხება ჩვენს მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო გადასახადის უკან დაბრუნება მოსახლეობისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა, ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები