07 ივლისი 2020,   10:02
ვრცლად
მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ - გია ვოლსკი

ოპოზიციის განცხადებას, რომ ინტერპელაციით მოწვეულ პრემიერს კრიტიკულ შეკითხვებს ანტიკრიზისულ გეგმაზე და მოსახლეობის დახმარებაზე დაუსვამენ, მმართველ გუნდში გამოხმაურება მოჰყვა. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიუღებელია ხელისუფლების გაკრიტიკება იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც არავის არასდროს დახმარებია:

"კრიზისზე და მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც არათუ რაიმე დახმარება გაუწევიათ ოდესმე ვინმესთვის, წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. უზნეობაც აღარ არის საკმარისად იმის შეფასებისათვის, რასაც ესენი სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია ინტერპელაციაც ხო ახალი სისტემითაა," - განაცხადა გია ვოლსკიმ

დღის ამბები