07 ივლისი 2020,   10:38
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 28 პაციენტია, მათგან 10 ბავშვია - მაკა სოლოღაშვილი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 46 პაციენტია, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი კი 28-ს აქვს, მათგან 10 ბავშვია.

"კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი. დადასტურებული 32 პაციენტიდან გუშინ გამოჯანმრთელდა 4, ერთი მოზარდი და 3 ზრდასრული. დადასტურებული დიაგნოზით დარჩენილია 28 პაციენტი, აქედან 10 ბავშვი დანარჩენი მოზრდილები. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, უმრავლესობა ელოდება გამოჯანმრთელებას. ახალი პაციენტი არ გვყავს," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები