07 ივლისი 2020,   10:44
ვრცლად
22 წლის წინ დაწყებული დავა​ სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის - ექნება თუ არა ზაალ ჟვანიას ოჯახს უფლება გააგრძელონ საქმიანობა

ექნება თუ არა ყოფილი ბიზნესმენის, გარდაცვლილი ზაალ ჟვანიას ოჯახს, უფლება, რომ გააგრძელონ საქმიანობა - უფლებადამცველები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ დროულად დასრულდეს 22 წლის წინ დაწყებული საქმის განხილვა.

საუბარია სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის არსებულ დავაზე, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის რეალიზაციასთან.

ოჯახის ერთადერთი მოთხოვნაა, შპს ნაციონალს სასამართლოს გზით ისევ დაუბრუნონ კანონით მინიჭებული უფლება.

"90-იან წლებში ზაალ ჟვანიას ჰქონდა კომპანია. ეს კომპანია ვაჭრობდა ნავთოპროდუქტებით. რუსთავის მეტალურგიურმა ქარხანამ წაიღო ამ კომპანიისაგან ნავთობი, ფული არ გადაიხადა. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი იმ დროს იყო სახელწიფოს საკუთრება და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ამ ვალს გაუქვითავდა გადასახადებში. ანუ ჩვენ გვაქვს 98 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა არის დაკისრებული, 99 წლის, ფინანსთა მინისტრის ბრძანება, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება რომ ამ თანხას გადაიხდიდა და 2003 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ  სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები