07 ივლისი 2020,   10:21
ვრცლად
ინგლისის პრემიერლიგა და იტალიის სერია A იძულებითი შესვენების შემდეგ ივნისის თვეში განახლდება

ინგლისის პრემიერლიგა იძულებითი შესვენების შემდეგ, 17 ივნისს განახლდება. გადაწყვეტილება პრემიერლიგის კლუბებმა საგანგებო შეკრებაზე ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად მიიღეს.

სეზონი მანჩესტერ სიტი-არსენალის თამაშით განახლდება. ინგლისელებს სურთ, რომ ჩემპიონატი 2 აგვისტოს დასრულდეს, ყველა მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება.

ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 მარტის შემდეგ შეწყდა.

29 ტურის შემდეგ ჩემპიონატს ლივერპული ლიდერობს, რომელსაც ჩემპიონის ტიტულამდე ორი მოგება აშორებს.

20 ივნისიდან განახლდება იტალიის სერია "A". გადაწყვეტილება იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯუზეპე კონტეს და სპორტის მინისტრის, შეხვედრაზე მიიღეს.

დასახელდა იტალიის თასის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების სავარაუდო თარიღებიც, შეხვედრები 13 და 17 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები