04 ივლისი 2020,   22:36
ვრცლად
ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვარზე სამოქალაქო მოძრაობა "ხმის" წევრებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს

ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვარზე სამოქალაქო მოძრაობა "ხმის" წევრებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ისინი ადგილზე საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით მივიდნენ.

"დღეს ჩვენი აქციის მთავარი მიზანია ოკუპაციის დაგმობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის  ცდილობთ სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გავაქტიურდეთ. ახალგაზრდებს მივცეთ იმის სტიმული, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნის და ყველამ ერთად, განურჩევლად თავისი პოლიტიკური ხედვისა, თუ სხვა განსხვავების მიუხედავად, უნდა ვიბრძოლოთ ერთიანად ამის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთი და რუსეთს უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ მსოფლიოსაც, რომ ჩვენ შეგვიძლია, რაც არ უნდა პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი მიწები დავიბრუნოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ომით, ეს რა თქმა უნდა იქნება მშვიდობიანად,"- აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ხარჩილავამ.

აქციის ბოლოს მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირებს პროდუქტი გადასცეს.

დღის ამბები