04 ივლისი 2020,   23:18
ვრცლად
"ტვიტერმა" დონალდ ტრამპის პოსტის შინაარსი ძალადობრივად მიიჩნია და დამალა

"ტვიტერმა" დონალდ ტრამპის პოსტი "ძალადობის განდიდების" გამო მიუღებლად მონიშნა. შტატების პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მინეაპოლისში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციები დაგმო და განაცხადა, რომ მინესოტას შტატის გუბერნატორს სამხედრო ძალების გამოყენების სრული უფლება აქვს. "ტვიტერმა" პოსტის შინაარსი ძალადობრივად მიიჩნია და დამალა.

მესამე დღეა მინესოტას შტატში ათასობით ადამიანი აფროამერიკელი კაცის მკვლელობისთვის პოლიციელების გასამართლებას ითხოვს. დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე შტატების ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული. აქციები ნიუ-იორკშიც გაიმართა, სადაც პოლიციამ 40 მომიტინგე დააკავა.

დღის ამბები