07 ივლისი 2020,   10:03
ვრცლად
საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი მსოფლიოში რომელმაც კორონავირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს დახმარება - რომან გოცირიძე

ინტერპელაციის წესით მიწვეულ პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ოპოზიციის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. პრემიერის გამოსვლამდე ტრიბუნაზე პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოვიდა და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა. გოცირიძის თქმით, კორონავირუსის კრიზისის გამო მსოფლიოს 63 ქვეყანას შორის საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად დაუძლურებულია.

"არაფერი თავმოსაწონი თქვენი გუშინწინდელი გამოსვლიდან არ იყო. დავინახეთ ერთი რამ, რომ საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში რომელმაც კორონავირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს არცერთი თეთრი ფინანსური დახმარება. ასეთი, რამ არ მომხდარა არსად მსოფლიოში. სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები გაწირეთ შიმშილისთვის," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სამშენებლო სექტორის სტიმულაციის გეგმას, რომან გოცირიძემ კორუფციული უწოდა და განაცხადა რომ მთავრობა ცდილობს დონორებისგან გამოყოფილი დახმარებები მმართველ გუნდთან დაახლოებულ ბიზნეს მოახმაროს. გოცირიძის შეფასებით, რეალურად ხელისუფლება ცდილობს, რომ ფული არა მოსახლეობის დახმარებას არამედ საარჩევნო სამზადისს მოახმაროს.

დღის ამბები