07 ივლისი 2020,   10:41
ვრცლად
დემაგოგიურ შეკითხვებზე ნაკლები პასუხის გაცემით ხალხზე მეტს ვიზრუნებთ - გიორგი გახარია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დაიცვას რეგლამენტი, რათა მას "დემაგოგიურ" შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწიოს.

"ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დასმული იყო პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, პატივს ვცემთ რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს.

ბატონო თავმჯდომარე, მინდა გთხოვოთ, 11 საათი ჩვენ უკვე აქ ვიდექით და დღესაც აქ ვდგავართ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას რომ ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები