07 ივლისი 2020,   10:32
ვრცლად
38 ათას ჩვენ მოქალაქეს განბაჟების თანხა გადავუვადეთ, ეს არის ფაქტები სხვა ყველაფერი დემაგოგიაა - პრემიერი

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა რეალურად არ დახმარებია. გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანი დახმარება იყო ის, რომ 38 ათას მოქალაქეს ავტომობილების განბაჟების ვადა გადაუვადდა, რაც კრიზისის პერიოდში მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი თანხის დატოვებას გულისხმობს:

"რაც არასდროს არ მითქვამს, მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი და 38 ათას ჩვენ მოქალაქეს განბაჟებისათვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხოეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგი მცირე მეწარმე იყო, ბიზნესი იყო, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა. თქვენ წარმოგიდგენიათ განბაჟების თანხა დღევანდელ მდგომარეობაში, აი ამ კრიზისში ადამიანისთვის რა იქნებოდა? 38 ათას ჩვენ მოქალაქეს განბაჟების თანხა გადავუვადეთ იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან ფული არ ქონოდათ ამოსაღები და გასატანი," - განაცხადა გიორგი გახარიამ, მისი თქმით ეს ფაქტია და ამის შემოწმება ადვილია, სხვა ყველაფერი კი დემაგოგიაა.

დღის ამბები