07 ივლისი 2020,   10:11
ვრცლად
5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან და მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის მხრიდან პრემიერისთვის დასმულ კითხვებს დემაგოგიურს და ტყუილებით სავსეს უწოდებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი. კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ შეკითხვა დასვა, რომელშიც 8 ტყუილი იყო:

"5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა, რომან გოცირიძის მხრიდან და ჩვენ დავთვალეთ, ამ 5 წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა, შესაბამისად ნათელია რომ ჩვენ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან არ გვაქვს საქმე. პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს ის მობრძანდა პარლამენტში და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომელიც იყო ტყუილებით გაჯერებული და კიდევ ერთხელ მიიღეს ძალიან საკადრისი პასუხი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ამჯერად ინტერპელაციის წესით უსმენენ. დღეს გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა დაიბარეს.

დღის ამბები