05 ივლისი 2020,   18:40
ვრცლად
აშშ-ში პროტესტი გრძელდება - პენტაგონმა მინეაპოლისში სამხედრო პოლიციის რამდენიმე დანაყოფი მზადყოფნაში მოიყვანა

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინეაპოლისში, ატლანტაში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში უკვე მეოთხე დღეა აქციები იმართება. საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების გამო, პენტაგონმა მინეაპოლისში სამხედრო პოლიციის რამდენიმე დანაყოფი მზადყოფნაში მოიყვანა.

აქციებს ძალადობრივი ხასიათი აქვს. დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, მაღაზიები და დაარბიეს საჯარო დაწესებულებები. პოლიციამ აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მინესოტის შტატის ქალაქებში მინეაპოლისსა და სენტ-პოლში, კომენდანტის საათი გამოცხადდა.

დეტროიტში საპროტესტო აქციაზე 19 წლის ბიჭი მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ცეცხლი ღამით დაუდგენელმა პირმა გახსნა.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი გუშინ დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი

დღის ამბები