05 ივლისი 2020,   18:46
ვრცლად
"კატეგორიულად მოვითხოვთ უსახლკაროებს დაუფინანსონ სოციალური საცხოვრისი"-ლაშა ჩხარტიშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე და ახალი ბინების მშენებლობის დაფინანსებაზე ისაუბრა.

ჩხარტიშვილისთვის ეს ინიციატივა ყოვლად მიუღებელია და მოითხოვს, რომ უსახლკაროებს დაუფინანსდეთ სოციალური საცხოვრისები და სულ მცირე 2000 ოჯახს აუშენდეს ბინა, ასევე ყველა მოქალაქეს საარსებო მინიმუმის ტოლფასი კომპენსაცია გადაეცეს.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, უსახლკაროებს დაუფინანსონ სოციალური საცხოვრისი. შეიძლება უამრავი ადამიანი შეეწიროს არა კორონავირუსს, არამედ შიმშილს. სოციალური საცხოვრისების მშენებლობა არის კონსტიტუციური ვალდებულება,"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები