05 ივლისი 2020,   18:09
ვრცლად
ხალხის ზურგს უკან გარიგებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე 8 მარტის შეთანხმებაზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

ჭიჭინაძისთვის არსებული საარჩევნო სისტემაც მისაღებია.

"8 მარტის ხელშეკრულების არც მხარდამჭერი ვიყავი, არც მონაწილეობა მიმიღია და შესაბამისად, მივიჩევ, რომ ხალხის ზურგს უკან გარიგებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. რაც არის სისტემა, ეს სისტემა, ჩემი აზრით მისაღებია. აქამდე თუ ვიყავით დემოკრატიოული ქვეყანა და ამ გზაზე მდგომი ქვეყანა, არამგონია, თუ მაგას არ მივიღებთ გავხდებით უცებ ტოტალიტარული ქვეყანა," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს ოპოზიცია, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს.

სახალხო მსჯელობა, რომელიც დისტანციურად ჩატარდება, თბილისსა და ბათუმში იგეგმება. საბოლოო კენჭისყრა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით 29 ივნისს უნდა შედგეს.

დღის ამბები