05 ივლისი 2020,   19:19
ვრცლად
ქართველი მხატვრის ნამუშევარი - "სამოთხე", ლონდონის სოთბის ონლაინ აუქციონზეა გატანილი

ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის "სამოთხე" ლონდონის სოთბის ონლაინ აუქციონზეა, რომლის ღირებულებაც წინასწარი შეფასებით - 25,000-დან 35,000მ -მდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს მხოლოდ სოთბის აუქციონზე 14-ჯერ იყო წარდგენილი.

ეს არის საქართველოში მოღვაწე ერთადერთი თანამედროვე ქართველი მხატვარი, რომლის ნახატები 2013 წლიდან მსოფლიოს მნიშვნელოვან აუქციონებზე სისტემატურად მონაწილეობს და რეიტინგის მზარდი ინდექსით გამოირჩევა.

დღის ამბები