04 ივლისი 2020,   23:01
ვრცლად
ოჯახური დავა ბიზნესის გამო - "ლიდერფუდის" საქმეს სასამართლო განიხილავს

"ლიდერფუდის" დამფუძნებელი საკუთარ სიმამრზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც კუთვნილი წილები ოფიციალურად მოითხოვა, პასუხად კი, მისი თქმით, მუქარა და შანტაჟი მიიღო.

როგორც დუმბაძე "კურიერთან" ყვება, მისი მეუღლის მამამ, დავით ზეიკიძემ ეს კომპანია შანტაჟით და მოტყუებით გადაიფორმა, რაზეც გარკვეული პერიოდი დუმდა, რადგან ოჯახური კონფლიქტის გასაჯაროებას ერიდებოდა.

საქმე სასამართლომდე მაინც მივიდა. გრძელდებოდა მუქარა და დაშინებაც. სიძესთან ერთად, დავით ზეიკიძეს უკვე საკუთარი ქალიშვილიც ადევნებაში ადანაშაულებს. ინგა ზეიკიძეს მედიასთან ოჯახურ კონფლიქტზე საჯაროდ საუბარი არ სურს, თუმცა "კურიერს" ის ვიდეოკადრები მიაწოდა, რომელშიც ჩანს,  როგორ მოძრაობს მის საცხოვრებელ სახლთან მოძრავი კამერა დრონი და სიტუაციას აფიქსირებს.

ოჯახურ დავას ბიზნესწილების გამო კატეგორიულად უარყოფს ადრესატი, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ "ლიდერფუდი" გადაიფორმა.

დავით ზეიკიძეს სასამართლოში დავის გაგრძელება სურს, თუმცა არ ენდობა და კორუფციაში ადანაშაულებს კონკრეტულ მოსამართლესაც. მისი ბრალდებების ადრესატი საკუთარი სიძე-ქალიშვილის ინტერესების დამცველიც გახდა.

ირაკლი დუმბაძის ადვოკატი ზეიკიძის ბრალდებებს უარყოფს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დავით ზეიკიძის მიზანი წარმატებული კომპანიის ხელში ჩაგდებაა და ბრძოლას სამართლებრივი გზით აპირებს.

მამის მხრიდან შესაძლო მუქარასა და შანტაჟზე პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია. ირაკლი დუმბაძის მხარე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება შესაბამის დასკვნებს დადებს, რადგან მათივე თქმით, საქმეში როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერებია, რის საფუძველზეც დავით ზეიკიძე ქალიშვილის ოჯახზე მუქარას ახორციელებს. კომპანიაზე დავა სასამართლოშიც გრძელდება და მხარეები უკვე უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდებიან. ორ ინსტანციას უკვე ირაკლი დუმბაძის სასარგებლო გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი.

 

დღის ამბები