04 ივლისი 2020,   22:43
ვრცლად
განათლება ახალი წესებით - COVID-19-თან თანაცხოვრებისას რა ახალი უნარების შეძენა მოუწევთ მოსწავლეებს

COVID-19-ის პანდემიის პარალელურად, ქვეყანა ჩვეულ რიტმს უბრუნდება და დიდი ალბათობით, სწავლის დაწყება არ გადაიდება.

პანდემიის გამო რომ არც ეროვნული გამოცდები გაუქმდება, უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ როდის მოუწევთ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ტესტების წერა, ჯერ კიდევ უცნობია.

სავარაუდოდ, გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდება, თუმცა ახალი წესებით. გარდა წყლისა და საწერი კალმებისა, საჭირო იქნება პირბადეები, ხელთათმანები და თერმოსკრინინგის გავლა. რეგისტრაციისას ნორმაზე უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, შესაძლოა აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვას, მაგრამ მუშავდება ალტერნატიული გზები იმისთვის, რომ მათ უმაღლესში ჩასაბარებლად წელი არ დაკარგონ.

უფრო კონკრეტულად, რა რეგულაციები იმოქმედებს 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. პარალელურად კი მუშავდება წესები ახალი სასწავლო წლის უსაფრთხოდ დაწყებისთვის. ზაფხულის განმავლობაში შესაბამისი უწყებები დაადგენენ, კოვიდთან ერთად თანაცხოვრების პირობებში რა ახალი უნარების შეძენა მოუწევთ მოსწავლეებს.

განათლება ახალი წესებით - ასეთია ამ სფეროში COVID-19-ის პანდემიის შედეგი, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად რჩება.

დღის ამბები