05 ივლისი 2020,   19:14
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო. კოხრეიძის მოხსნა "ევროპული საქართველოს" კვოტით არჩეულმა ბორდის წევრმა გია ქარცივაძემ მოითხოვა.

საკითხის განხილვას მრჩეველთა საბჭოს წევრის კიდევ ერთი ხმა სჭირდება. გია ქარცივაძე იმედოვნებს, რომ ეს პირი "ევროპული საქართველოს" რეკომენდაციით არჩეული ბორდის წევრი იქნება. ბორდის წევრების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

დღის ამბები