05 ივლისი 2020,   17:19
ვრცლად
სპეციალური კომბინიზონები, სახის ფარები და სათვალეები - ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. საქართველოში ბულგარეთის ელჩმა სპეციალური კომბინიზონები, სახის ფარები და სათვალეები ოკუპირებული ჯანდაცვის სამინისტროს პირადად გადასცა.

დიპლომატის თქმით, ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობას.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს, რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაში "ევროპის გუნდი", რათა მხარი დაუჭირონ პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში," - ამბობს ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევა.  

დღის ამბები