05 ივლისი 2020,   16:34
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ტესტირება 57 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 7 კურსანტს დაუდასტურდა. ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან დაბრუნდნენ.

ინფიცირებულები მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადიან. აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიიდან დღემდე 35 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

 

დღის ამბები