07 ივლისი 2020,   10:34
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსც დაკავებისას მოხმარებისთვის უვარგისი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აღარ შეეფარდება.

აღნიშბული გადაწყვეტილება სასამართლომ "ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე გამოიტანა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: 

"1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1265 და №1318 კონსტიტუციური სარჩელები („ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

დღის ამბები