08 ივლისი 2020,   12:00
ვრცლად
ირანის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. ირანი დონალდ ტრამპს და კიდევ 30 პირს სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. განცხადება თეირანის პროკურორმა გააკეთა, რასაც უკვე მოჰყვა ინტერპოლის პასუხი.

ინტერპოლი ირანის შესაძლო მოთხოვნას შტატების პრეზიდენტის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ არ განიხილავს.

ორგანიზაციაში აცახდებენ, ირანის ხელისუფლების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის წესდებას, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ორგანიზაციას მკაცრად ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ჩარევა ან ქმედება.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის "ალ-ქუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი, 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად შტატების სარაკეტო დარტყმას

დღის ამბები