08 ივლისი 2020,   11:42
ვრცლად
დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სამუშაო დროისა და სტაჟირების დროის რეგულირება - შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული საპარლამენტო განხილვები დასასრულს მიუახლოვდა. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, უკვე ხვალ კი, რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები მას კენჭს უყრიან.

კანონპროექტის მიზნად დასაქმებულთა უფლებებისა და მათი დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციისგან დაცვა სახელდება.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში გაწერილია 40 საათიანი სამუშაო დრო, ცვლილებაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში და დარეგულირებულია სტაჟირების დრო. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.

"საკმაოდ მრავლისმომცველი დოკუმენტია. ეს მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხსაც - მამის კომპონენტი შემოდის, არის სამუშაო დროის რეგულირება, არის სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობის საკითხები. ძალიან ფუნდამენტური და ასე ვთქვათ, მრავლის მომცველი რეფორმაა და მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტში უმრავლესობა დაუჭერს მას მხარს," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

 

დღის ამბები