26 აპრილი 2018,   11:52
ვრცლად
რეალმა პარიზშიც მოიგო - სამეფო კლუბის სამეფო თავგადასავალი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართა. პარი სენ ჟერმენმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარის 51-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. პორტუგალიელმა ლიგაზე მე-12 გოლი მიითვალა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

66-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან პსჟ-ს ნახევარმცველი, მარკო ვერატი გააძევა. ამის მიუხედავად, ედინსონ კავანიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა კაზემირომ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში რეალმა მეტოქე 5:2 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალური ეტაპის კიდევ ორი საპასუხო მატჩი გაიმართება. მთავარი შეხდვედრა ლონდონში, უემბლიზე შედგება, რომელშიც ერთმანეთს ტოტენჰემი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ტურინში 2:2 დასრულდა. ტოტენჰემს ტრავმირებული ტობი ალდერვაირელდი ვერ დაეხმარება. დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას სერჟ ორიე გამოტოვებს.

რაც შეეხება იუვენტუსს - ტურინელებს ტრავმების გამო კუადრადო, მანჯუკიჩი და დე შილიო გამოაკლდებათ.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ბაზელი დუპირისპირდებიან. სიტის პირველი მატჩი სტუმრად 4:0 აქვს მოგებული. ტრავმის გამო შეხვედრას ფერნანდინიო და მენდი გამოტოვებენ. 

მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

დღის ამბები