11 დეკემბერი 2018,   09:55
ვრცლად
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ახალგალგორში ოკუპანტების მეირ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორც "რუსთავი 2"-სთვის ცნობილი გახდა, ამ წუთებში მათ დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლება 22 თებერვალს დააკავეს. 

 

 

დღის ამბები