17 აგვისტო 2018,   19:46
ვრცლად
ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

გიორგი რატიანიძის იგივე გოგი ხატოევის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვალერი წივწივაძისთვის, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ის ამ დროისთვის, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ წივწივაძე უდანაშაულოა და მას რატიანიძე არ მოუკლავს. ვალერი წივწივაძის ცოლი ასევე ადასტურებს, რომ დაკავებული გარდაცვლილს იცნობდა და მათ შორის გარკვეული კონფლიქტიც არსებობდა, რომელიც წლების წინ დაიწყო. საუბარია 2007 წელს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაზე, სადაც სავარაუდოდ სწორედ დაკავებული წივწივაძე ფიგურირებდა.

„ჩემს მეუღლეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. ეს არის ცრუ ბრალდება. ძალადობა იყო. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით,“-განაცხადა დაკავებულის მეუღლემ მალვინა წივწივაძემ.

ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი ვერაზე , საკუთარ სახლში 11 მარტს მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

დღის ამბები