11 დეკემბერი 2018,   09:55
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას. 

"არავის არ უნდა ეპარებოდეს ეპარებოდეს ეჭვი, რომ  რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის იქამდე წავიდეს ამ პროცესში, სადამდეც ამისათვის საქართველო მზად იქნება.

"კვირიკაშვილის მიერ იმის ხსენება, რომ ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ ისწრაფვის, ბადებს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. დარწმუნებული ვართ, რომ  მსგავსი მიდგომა მხარდაჭერილი იქნება სხვა მონაწილეების მხრიდანაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

"ასევე, არ შეიძლება არ მივესალმოთ დეკლარირებულ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც სცდება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს. ეს ასევე ეხება ცოტა ხნის წინ მომხდარ სამწუხარო ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებითაც,"-აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას წერილით  მიმართა. 

პრემიერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს შექმნილი ვითარება ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას.

 

 

 

 

დღის ამბები