24 სექტემბერი 2018,   03:02
ვრცლად
მოსამართლეთა გამოცდები - ანა დოლიძის მორიგ ინიციატივას იუსტიციის საბჭო უპირისპირდება

ანა დოლიძე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ეჭვის მთავარი საფუძველი კი მოქმედი წესია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეთა ტესტირებაზე პასუხისმგებელი სრულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ საბჭო პროცესს უნდა ჩამოშორდეს და მოსამართლეთა ტესტირება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს. ცვლილების აუცილებლობის ერთ-ერთ არგუმენტად ის ე.წ. ტესტების სკანდალს ასახელებს.

მოსამართლეთა გამოცდების წესის ცვლილების შესახებ ინიციატივა, დოლიძემ იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა, თუმცა კოლეგებმა წინადადება დაიწუნეს. საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ გამოცდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ატარებდეს, რომელიც პროცესის ობიექტურობის გარანტია.

ე.წ. ტესტების საქმეს 2 წელია მთავარი პროკურატურა იძიებს. თუმცა მთავარი კითხვები - ვინ გაიტანა საბჭოდან საგამოცდო საკითხები, კვლავ უპასუხოდ რჩება.

გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. მამუკა ახვლედიანი, რომელმაც საგამოცდო საკითხების საბჭოდან გატანის შესახებ ინფორმაცია 2 წლის წინ გაასაჯაროვა, დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები საბჭოს მოქმედ შემადგენლობაში არიან.

 

დღის ამბები