11 დეკემბერი 2018,   09:55
ვრცლად
ავტომანქანებიდან ნაწილების გახშირებული ქურდობა - TOYOTA PRIUS-ის დაზარალებული მძღოლები

ავტომანქანებიდან ნაწილების გახშირებული ქურდობა დედაქალაქსა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ყოველდღიურად თბილისის სხვადასხვა უბანში ჰიბრიდული ტიპის მანქანებიდან ძირითადად კატალიზატორებს იპარავენ.

თბილისში, თემქაზე დაუდგენელმა პირებმა მოქალაქეების ავტომობილებიდან კატალიზატორი მოიპარეს. ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომობილზე მსგავსი ფაქტები გახშირებულია. კატალიზატორის შეძენა ახლა მას ავტომობილების მეორადი ნაწილების ბაზრობაზე მოუწევს, სადაც ფასი 650-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ამ მარკის ავტომობილების ძარცვა გახშირებულია, თუმცა არ იციან ვინ ან სად ყიდის მოპარულ ნაწილებს.

იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს არ ექნება კატალიზატორი, რომელიც გამონაბოლქვს ასუფთავებს , მანქანა ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის. მსუბუქი ავტომობილებისთვის ეს პროცედურა სავალდებულო 2020 წლიდან იქნება.

 

დღის ამბები