23 სექტემბერი 2018,   23:14
ვრცლად
"სამწუხარო ინციდენტი" - ოფიციალური რუსეთი ტატუნაშვილის მკვლელობას აფასებს

"სამწუხარო ინციდენტი," - ასე აფასებს ოფიციალური რუსეთი გაურკვეველ ვითარებაში მომხდარ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს. 

განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვას ეხმაურება და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას დადებიდათ აფასებს. 

უწყების მიერ გამოწვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ დიალოგი ერთადერთი გზაა, საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი საკითხის მოსაგვარებლად. ამ კონტესტში ის ტატუნაშვილის საქმესაც ახსენებს. 

"ასევე, არ შეიძლება არ მივესალმოთ დეკლარირებულ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც სცდება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს. ეს ასევე ეხება ცოტა ხნის წინ მომხდარ სამწუხარო ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებითაც,"- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები