20 ივნისი 2018,   00:03
ვრცლად
ჩემთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პრობლემების გადაჭრა და ცხედრის უმოკლეს დროში დაბრუნება - ქუმსიშვილი ლავროვის უწყების განცხადებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც ლავროვის უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საპასუხო გაავრცელა, მთავრობის წევრები ეხმაურებიან.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მისთვის ორი მთავარი საკითხია მნიშვნელოვანი, ჟენევის ფორმატში საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს დროში ოჯახისთვის გადაცემა. 

„ჩემთვის ცოტა ძნელია დღეს დილით შეფასების გაკეთება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით. პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთის მხრივ პლატფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის ჟენევის პლატფორმა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის იმისათვის, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელი პრობლემების გვაქვს. და მეორეს მხრივ, არის მნიშვნელოვანი, რომ ცხედარი უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს - ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. შედეგებზე, მოდით, ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელოთ“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები