20 ივნისი 2018,   00:11
ვრცლად
ეს ორივე ტექსტი ერთ ოთახში დაიწერა, ერთი სცენარის ნაწილი იყო - ბათუ ქუთელია კვირიკაშვილის და ლავროვის უწყების მიმოწერაზე საუბრობს

ერთ ოთახში დაწერილი სცენარი - ასე უწოდებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია იმ მიმოწერა, რომელიც საქართველოს პრემიერსა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას შორის შედგა.

ქუთელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად თუ შეუგნებლად გაება იმ ხაფანგში, რომელიც წინასწარ გაწერილი სცენარით დაიგეგმა.

„ეს ორივე ტექსტი ერთ ოთახში დაიწერა, ერთი სცენარის ნაწილი იყო და ეს კარგად მომზადებული ხაფანგი იყო, რომელშიც შეგნებულად თუ შეუგნებლად საქართველოს მთავრობა გაება, რამაც გამოიწვია და სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ასევე ქვეყნის მოსახლეობის თვალში გამოაჩინა, რომ ქვეყნას არ გააჩნია კარგად ორგანიზებული სტრატეგიული ხედვა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა არ არსებობს ქვეყანაში.

ამას დაემატა ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც განვითარება მოხდა და გააძლიერა სასოწარკვეთისა და უმწეობის განცდა, რომელსაც ჩვენი მთავრობა დღეს ამჟღავნებს,“-აცხადებს ბათუ ქუთელია.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

დღის ამბები