23 სექტემბერი 2018,   23:15
ვრცლად
„სადაც პრეტენზიებს გამოვთქვამთ რუსეთზე, ყველგან აგვაფარებენ ამ წერილს“ - ხუხაშვილი პრემიერსა და ლავროვის უწყებას შორის მიმოწერაზე 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერის შეცდომაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთმა სათავისოდ გამოყენა ის მძიმე შეცდომები, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა კრემლში გაგზავნილ განცხადებაში დაუშვა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველო ამ განცხადების შედეგებს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე ძალიან მკაცრად მოიმკის.

„პრემიერმა დაუშვა მძიმე შეცდომა და რუსეთმა როგორც მოსალოდნელი იყო ეს გამოიყენა სათავისოდ, თავის სასარგებლოდ. ნეგატიური შედეგები გაგრძელდება იქამდე, სანამ კვირიკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი.

იმიტომ რომ ნებისმიერ შეხვედრაზე ან ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ჩვენ პრეტენზიებს გამოვთქვამთ რუსეთზე, ყველგან აგვაფარებენ დღეის შემდეგ ამ წერილს. გვეტყვიან, მე რა შუაში ვარ, როცა შენ თვითონ ამბობ, რომ მზად ხარ ელაპარაკო აფხაზებსა და ოსებს და მხოლოდ დახმარებას ითხოვ და ჩემთან რა პრობლემა გაქვს?“-ამბობს გია ხუხაშვილი.

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს პრემიერის განცხადებას უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზაობას დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ცხინვალთან.

გარდა ამისა, განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები