27 მაისი 2018,   17:52
ვრცლად
ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

კრიმინალური გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია სამი პირი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეშია დაჭრილი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი კიდევ ერთი პირი, მესამეს კი მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კრიმინალური გარჩევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზუგდიდის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

დღის ამბები