16 ივლისი 2018,   12:54
ვრცლად
მოსკოვის ცინიკური პასუხი და კვირიკაშვილის პოლიტიკური შეცდომა - ოპოზიცია პრემიერის გადადგომას ითხოვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს.

გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ოპონენტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ.

ოპოზიცია, ანალიტიკოსები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ცინიკური პასუხი სწორედ პრემიერის წერილის ტონალობამ და შინაარსმა განაპირობა. ყველა თანხმდება, რომ პრემიერ კვირიკაშვილის 9 მარტით დათარიღებული წერილი მისი პოლიტიკურ შეცდომად იყო.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ მთავრობის მეთაურმა საქართველოს სახელით რუსეთს თავად შესთავაზა ის დათმობები, რასაც დიდი ხანია, ოკუპანტი სახელმწიფო მოითხოვს. პასუხად კი პრემიერმა მხოლოდ საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ყურადღება და კრემლის დაცინვა მიიღო. 

დღის ამბები