19 ივნისი 2018,   14:45
ვრცლად
ქართველებს აქვთ წარმოუდგენელი მონობა რუსი ადამიანის მიმართ - ემზარ ჯგერენაია

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია პატრიარქის გამონათქვამს, რომ „ქვეყანას აღარ ეშველება“, ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას უკავშირდებოდა.

ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქმა თხოვნა გაუგზავნა რუსეთის საპატრიარქოს, თუმცა, ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა და ილია მეორის გულგატეხილობა შესაძლოა, ამას უკავშირდება.

რაც შეეხება წერილებს, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მიერ იქნა გაგზავნილი მოსკოვში, ემზარ ჯგერენაია ამას "კოლონიურ მემკვიდრეობას" უწოდებს.

ის ამბობს, რომ "დასავლეთის მიმართ გარკვეული ჯგუფების სიძულვილი განპირობებულია იმით, რომ იყო ქვეყნის ოკუპაცია და საბჭოთა მეხსიერებამ შემოინახა სტერეოტიპი, რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე".

“ძალიან კარგი, რომ რუსეთის პატრიარქმა და პუტინმა არ დააკმაყოფილეს ქართველი სასულიერო პირების და ინტელიგენციის თხოვნა,“ - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ და აღნიშნა, რომ "ქართველებს გააჩნიათ წარმოუდგენელი მონობა რუსეთის მიმართ".

„ქართველებს აქვთ წარმოუდგენელი მონობა რუსი ადამიანის მიმართ და განათლებული ადამიანების მიმართ. ეს არის კოლონიის ადამიანების ფსიქიკა, რომ ისინი ყველაფერში გვჯობნიან, მეტ წიგნებს თარგმნიან...“ - განაცხადა ჯგერენაიამ

დღის ამბები