17 დეკემბერი 2018,   01:20
ვრცლად
მეუფე შიომ წაიკითხა ტექსტი, რომელიც იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიება მეუფე პეტრე ცაავას მიმართ - ლადო ნარსია

პატრიარქის განცხადებას, რომ „ქვეყანას აღარ ეშველება“, თეოლოგი ლადო ნარსია ეხმაურება. ის ამბობს, რომ ეს განცხადება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ლადო ნარსია აცხადებს, რომ დღეს ეკლესიაში არის მრავალი  პრობლემა,  მათ შორის არის ე.წ. ციანიდის საქმეც.

„საზოგადოება დაუსვამს კითხვებს, თუ როგორ აგვარებს ეკლესია ამ პრობლემებს, რატომ ვერ აგვარებს. ეს აუცილებელი შეკითხვებია, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ეკლესია,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგი იხსენებს ასევე მეუფე პეტრე ცაავას მიმართ სინოდის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება წაიკითხა მეუფე შიომ, ის იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიება მეუფე პეტრეს მიმართ.

„წაიკითხა არ იქნება სწორი სიტყვა, ვერ წაიკითხა იმიტომ, რომ ძალიან მძიმედ კითხულობდა ამ ტექსტს იმიტომ, რომ პრაქტიკულად იცოდა, რომ ეს ტექსტი იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიების ტექსტი, რომელიც მეუფე პეტრე ცაავას მიმართ იყო დაწერილი. ეს იყო პრობლემა. აი ამ პრობლემის შესახებ უნდა ისაუბროს სასულიერო პირმა,“ - განაცხადა თეოლოგმა. 

 

 

დღის ამბები