19 ივნისი 2018,   14:49
ვრცლად
უსასყიდლოდ გადაცემული 6 ათას 750 ჰა და ბიუჯეტიდან გაცემული 825 მილიონი ლარი - ნინო ჯაფიაშვილი ეკლესიის ქონებაზე საუბრობს

„ეკლესია არ იღებს საჩუქრებს, შეწირულობას მხოლოდ სახელმწიფოსგან, უბრალოდ, ნდიგო დაინტერესდა სახელმწიფოთი,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ჟურნალ ინდიგოს  დამფუძნებელმა, ნინო ჯაფიაშვილმა, ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ნინო ჯაფიაშვილი აღნიშნავს, რომ 5 ათასი დოკუმენტი შეისწავლა ჟურნალმა და გაირკვა, რა ქონებას ფლობს საპატრიარქო კანონიერად.

ნინო ჯაფიაშვილი აღნიშნავს, რომ გამოთხოვილი დოკუმენტების უმეტესი ნაწილი უპრობლემოდ მიიღეს, თუმცა, გარკვეული ნაწილი - 9 პროცენტი, არ მიაწოდეს.

„ეს 9 პროცენტი არ ახდენს დიდ გავლენას სურათზე. ანუ, სურათი რეალურად დაიხატა. სხვათა შორის, არ არის ეს სურათი სასარგებლო პოლიტიკოსების. რა რელიგიური ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, პრივილეგირებული, არაპრივილეგირებული, აქვს თავისი ინტერესები და აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური და ბიზნესინტერესები. ჩვენ ვეძებდით, სახელმწიფო როგორ ხარჯავს ან რა პრინციპით ხარჯავს ბიუჯეტიდან ფულს,“ - განაცხადა ნინო ჯაფიაშვილმა.

ნინო ჯაფიაშვილი აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ეკლესიას, მაგალითად, გავლენა აქვს სკოლაში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით.

„თუნდაც, კონსტიტუციური შეთანხმება, იმდენად ძლიერი დოკუმენტია, რომლის შეცვლაც კი, რომლის პირობების დარღვევა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის,“ - აცხადებს ჯაფიაშვილი.

ჯაფიაშვილი აღნიშნავს, რომ, თუნდაც, მიწის გადაცემის სისტემაში ჩანს, რომ რეალურად ხელისუფლება იყენებს სათავისოდ.

„6 ათას 750 ჰა არის უსასყიდლოდ გადაცემული მას შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდა, ეს არის, დაახლოებით, ბათუმისხელა ტერიტორია. 825 მილიონი ლარი არის გადარიცხული ბიუჯეტიდან ამ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა ნინო ჯაფიაშვილმა.

დღის ამბები