19 ივნისი 2018,   14:49
ვრცლად
"განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული," - ირაკლი კობახიძე ოფიციალური რუსეთის განცხადებას აფასებს

არაკორექტული და არაკონსტრუქციული - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის ოფიციალური რუსეთის პასუხს, პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვაზე. პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი პოზიციას შეიცვლის და მისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში პრაგმატული გახდება.

"განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული, მით უმეტეს იმ ფონზე რა განცხადებაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა პასუხი, სხვადასხვა რეაქცია რუსეთის მხრიდან, ჩვენ დიდი იმედი გვაქს, რომ სამომავლოდ ეს მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცვლება და დიდი იმედი გვაქს, რომ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას, ასევე პრაგმატული მიდგომით უპასუხებს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები