19 ივნისი 2018,   14:49
ვრცლად
ქართველების მორიგი დეპორტაცია ევროპიდან - საქართველოს 12 მოქალაქეს ავსტრიიდან დღეს გამოაგზავრებენ

ქართველების მორიგი დეპორტაცია ევროპიდან. სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 12 მოქალაქის დეპორტაცია ავსტრიიდან დღეს იგეგმება. მათ ვენიდან თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა ავსტრიაში საქართველოს კონსულმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ეს ევროკავშირის ქვეყნებიდან მიმდიანრე წელს საქართველოს მოქალაქეების გამოძევების პირველი შემთხვევა არ არის - გერმანიიდან დეპორტაცია გასულ თვეს 65 ადამიანს შეეხო.

დღის ამბები