23 სექტემბერი 2018,   23:12
ვრცლად
„ოკუპაცია არ მომხდარა 2008 წელს“ - საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ოკუპაციასა და ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტისას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა "ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში" გამართა. საუბარი იყო არჩილ ტატუნაშვილსა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც.

ამავე თემაზე შეხევდრა შედგა კონგრესსა და სენატშიც. კონგრესმენებთან და სენატორებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში არსებულ საფრთხეეთან გასამკლავებლად ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„ოკუპაცია არ მომხდარა 2008 წელს. პირველად ოკუპაცია და რასაც ჰიბრიდულ ომს ვეძახით, რუსეთმა საქართველოში 90-იან წლების დასაწყისში განახორციელა. ამ პერიოდში არ იყო საუბარი ნატო-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, არც დაპირება ნატო-ში გაწევრიანების. ოკუპაცია იყო რუსეთის პასუხი, საქართველოს ერთგულებზე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიმართ. ეს იყო ძირითადი ფაქტორები რამაც გააღიზიანა მოსკოვი მაშინ და ახლაც, 2008 წელს როდესაც საქართველოში ჯრები შემოიყვანა.

"საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემის რეფორმირებაა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მისი განხორციელებისთვის.ეს გამოიწვევა საქართველოს ყველა მთავრობისთვის აქტუალური იყო და ვომედოვნებ ჩვენ გვექმება შესაძლებლობა გადავწყვოტოთ ეს პრობლემა. კიდევ ერთო გამოწვევა საქართველოსთვის არის მრავალპარტიული დემოკტრატიის შემოღება.

ჩვენ უნდა გვყავდეს მეტი პარტია, სულ მცირე ორი, როგორც აქ, შეერთებულ შტატბშია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს ამ საკითხზეც აქტიურად ვმუშაობთ"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები