19 ივნისი 2018,   14:52
ვრცლად
დაბა ვალეში მომხდარი ვანდალურ ფაქტი - ომბუდსმენი დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა დაბა ვალეს მოსახლეობას, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

"მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე დროულად დაიწყო გამოძიება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული,"-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელმა პირებმა კათოლიკური ლიტერატურა და ხატები დაწვეს.

დღის ამბები