19 ივნისი 2018,   14:51
ვრცლად
"სითი პარკი" კალაძის წინააღმდეგ - კომპანია მერს უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

კომპანია სითი პარკის პასუხი კახა კალაძეს - კომპანიის მფლობელები ეჭვობენ, რომ თბილისის მერიამ მათ ხელშეკრულება კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამო შეუწყვიტა.

მათი მტკიცებით, დედაქალაქის მერმა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული ინტერესები სასამართლოზე მაღლა დააყენა.

უცხოელი ინვესტორების მძიმე ბრალდებებისთვის დღეს თბილისის მერს არ უპასუხია. თბილისის ვიცე მერის მოკლე კომენტარი დღეს მერიის პრესსამსახურმა თავად გაავრცელა, სადაც ირაკლი ხმალაძე "სითი პარკის" მფლობელების ბრალდებებს არ იზიარებს.

ის, რომ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმება შესაძლოა კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებოდეს არ გამორიცხავს ოპოზიცია. საკრებულოს წევრებს აინტერესებთ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ვინ დაარეგულირებს პარკირების საკითხებს თბილისში. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ კომპანიის მფლობელებსა და მერიას შორის დავა სასამართლოში გაგრძელდეს. უმრავლესობაში კი ფიქრობენ სითი პარკი საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები