24 აპრილი 2018,   14:23
ვრცლად
"როგორც ჩანს პროდასავლური პარტიებისთვის მისაღებია მკრეხელობა და ეკლესიის დაცინვა, ამას ჩვენ ვემიჯნებით" - კუკავა გაბუნიას განცხადებაზე 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე ე.წ. "ქართული მარშის" წევრების მეირ განხორციელებულ თავდასხმას, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე გამოეხმაურა. კახა კუკავამ დაგმო აგრესია და განაცხადა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

თუმცა კუკავა ამავდროულად აღნიშნავს, რომ დასაგმობია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელიც ისო ქრისტეს ეხებოდა. 

„არანაირად არ ვამართლებთ იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილი იქნა ქართული მარშის მიერ. რა თქმა უნდა, მის წევრებს უნდა დაეკისროთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოღონდ ეს უნდა იყოს თანაზომიერი.

პარტიებმა რომელმაც დაგმეს ერთი მხარის ქმედება მათ არანაირი კომენტარი არ გააკეთეს იმ გამონათქვამზე, რომელიც ეკუთვნის გაბუნიას.

როგორც ჩანს პროდასავლური პარტიებისთვის მისაღები არის ის მკრეხელობა და ეკლესიის დაცინვა, რასაც ადგილი ჰქონდა, ამას ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით“-ამბობს კუკავა.

დღის ამბები