23 თებერვალი 2019,   05:59
ვრცლად
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
ბიზნესკურიერი - 22 ივლისი, 2017
  გადაცემის შესახებ

გადაცემაზე მუშაობდნენ ეკონომიკური განათლების მქონე საუკეთესო ჟურნალისტები და ჟურნალისტური ნიჭის მქონე ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულები.

"ბიზნესკურიერის" რედაქცია მიიჩნევდა, რომ ბიზნესი საქართველოში აღარ უნდა ყოფილიყო ადამიანთა ვიწრო წრის ექსკლუზიური სფერო და ის ყველას უნდა ესმოდა. ამის გამო, ბიზნესსიახლეებს ჩვენ ყველასთვის გასაგები და საინტერესო ფორმით წარმოვადგენდით. 

 გადაცემა სამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა:

  1.  ბიზნესში უკვე ჩართულებს მთლიან ბიზნეს-გარემოს ანახებდა, მიუთითებდა მოსალოდნელ ცვლილებებზე და საუკეთესო ბიზნეს-სტრატეგიას კარნახობდა;
  2. ბიზნესისგან მოშორებით მდგომებს უხსნიდა, რა პერსპექტივა არსებობდა მათთვის ბიზნესში ჩასართავად, რა იყო ამისთვის საჭირო...
  3. ყველას ერთად უხსნიდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის არსს და მოსალოდნელ შედეგებს, ხოლო მთავრობას უჩვენებდა, რა პრობლემები ჰქონდა ბიზნესს და რა რეფორმები იყო საჭირო

"ბიზნესკურიერი" ყველას გადაცემა იყო - ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანი უამრავ იდეას იღებდა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო გაეუმჯობესებინა ცხოვრება, როგორ გამოეყენა საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება.

    გამოშვებები
    თემები და სტუმრები
< ყველა გადაცემა